Posts

მეექვსე - დღე

   ტრენინგის მეექვსე დღე მოსწავლეებისთვის სასწავლო პროექტის შაბლონის მომზადებას დაეთმო.გავაკეთე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რომელიც მოსწავლის როლიდან გამომდინარე  შევქმენი.  ინტერნეტში მოვიძიე პროექტისთვის საჭირო ინფორმაცია და ფოტო- მასალა. მივუთითე გამოსაყენებელი მასალების ელექტრონული მისამართები. გამოვკვეთე შესაბამისი უნარ-ჩვევები.

შეფასების რუბრიკები

შეფასების რუბრიკები პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა პასუხობს თემას 2 ფლობს აუდიტორიას (იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციას, ინტონაციას) 1 aდარებს  საგნებს,ფაქტებს, მოვლენებს 3 იყენებს თვალსაჩინოებას 2 იცავს დროის ლიმიტს 2 დისკუსიის შეფასების რუბრიკა მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს 2 მსჯელობს არგუმენტირებულად 3 აკეთებს დასკვნებს 3 კორექტულია ოპონენტის მიმართ, ისმენს და კონსტრუქციულად პასუხობს განსხვავებულ აზრს 2 ექსპერიმენტის შეფასების რუბრიკა განსაზღვრავს კვლევის მიზანს 2 ატარებს/გეგმავს ექსპერიმენტს 1 გამოთქვამს შედეგის ვარაუდს 1 აღწერს კვლევის მიმდინარეობას, ეტაპებს 1 აღრიცხავს და აანალიზებს მონაცემებს 2 მსჯელობს ექსპერიმენტის შედეგზე, აკეთებს დასკვნებს 2 იცავს უსაფრთხოების ნორმებს 1 ინფორმაციის მოძიების შეფასების რუბრიკა მოძიებული მასალა შეესაბამება საკითხს/თემას 3 გამოყენებულია მრავალფეროვანი საიფორმაციო წყარო/საშუალება 3 მოპოვებული ინფორმაც

მეცხრე დღე

      თავიდან გადავხედე სასწავლო პროექტის გეგმას.  ამ ცხრა დღის განმავლობაში  გავიარე ეტაპები, თუ როგორ უნდა აიგოს  პროექტი..ვიმუშავე პორტფოლიოს შეფასების რუბლიკაზე. განვიხილე პორტფოლიოს შეფასების ჩეკლისტი.  გავეცანი კოლეგების მიერ მომზადებულ პრეზენტაციებს და კომენტარის სახით გამოვხატე  უკუკავშირი.. ჩემთვის ეს ტრენინგი  საჭირო და საინტერესო იყო. მადლობა ჩვენს ტრენერს.

მეშვიდე დღე

დღეს განვიხილეთ მეხუთე მოდული. ვიმუშავე  პროექტის გეგმის ნიმუშზე, სადაც შევიტანე შეფასების მეთოდები,მათი მიზანი და ინსტრუმენტები.განვიხილეთ მოსწავლის მიერ შექმნილი პროდუქტის შეფასების რუბრიკა.

მეხუთე დღე.

გავიხსენეთ განვლილი მასალა.მოვისმინე ბლოგის შესახებ დეტალური ინფორმაცია.ვიმუშავე ბლოგზე.ვისწავლე ბლოგზე რედაქტირება,ჩამოწერა,ინფორმაციის დადება.,სურათის ჩასმა.გავეცანი პროექტის ნიმუშებს.განვიხილე რა არის საავტორო უფლებები .პროექტი საკმაოდ საინტერესო იყო ჩემთვის.

მეოთხე დღე

ტრენინგის მეოთხე დღე დავიწყეთ  წინარე ცოდნის გახსენებით..გავეცანით რა სტრატეგიები უნდა გამოვიყენო  წინარე ცოდნის შეფასებისთვის.ეს  დღე დაეთმო პროექტის მიმდინარეობისა და დასრულებისათვის გამოსაყენებელი სტრატეგიების და ინსტრუმენტების შერჩევას. შევქმენი პროექტის  საბოლოო პროდუქტის შეფასების რუბრიკები. მომზადებული მასალა გადავიტანე გუგლის დისკზე.